ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


3 ტიპის ადამიანი

რომელი ხარ შენ?

 

დედამიწაზე არსებობს სულ სამი ტიპის ადამიანი. არცერთი არ არის რომელიმეზე უკეთესი ან უარესი. უბრალოდ განსხვავებულები არიან. თითოეული მათგანი ეწევა გარკვეული ცხოვრების სტილს, რომელსაც გარკვეული სახის შედეგები მოაქვს მათ ცხოვრებაში.

თითოეული მათგანი არის არჩევანი და (ცოტა ძალისხმევით) ნებისმიერ მომენტში შენ შეგიძლია აირჩიო, რომ შეცვალო რომელ კატეგორიაში იქნები.

 

გინდა იცოდე რომელია ეს სამი ტიპი? ესენი არიან:

  1. მაყურებლები

მაყურებლები მიეკუთვნებიან მასებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კმაყოფილები უყურებენ როგორ მიედინება სამყაროში მოვლენები. ისინი არიან თავისი საკუთარი და მათ გარშემო მყოფი სხვა ადამიანების ცხოვრების ნეიტრალური დამკვირვებლები.

მაყურებლები სიხარულით იხდიან „დარბაზში შესვლის საფასურს“, რომ უყურონ სხვა ადამიანები როგორ ცხოვრობენ თავიანთი საოცნებო ცხოვრებით.

მაყურებელი უნდა წარმოიდგინოთ როგორც ის, ვინც ყიდულობს დიდ პლაზმურ ტელევიზორს, რომ უყუროს თავისი საყვარელი საკალათბურთო გუნდის თამაშს.

კიდევ ერთხელ, ამაში ცუდი არაფერია. ეს უბრალოდ არჩევანია.

 

         2. მონაწილეები

მონაწილეებს ურჩევნიათ ითამაშონ, ვიდრე უყურონ. ისინი ცხოვრობენ ჩამოყალიბებული სისტემების და ინსტიტუციების ფარგლებში, მაგრამ აქტიურად არიან ჩართული მათ მართვაში.

მაყურებლების მსგავსად, მონაწილეებიც არიან სხვა ადამიანების მიერ შექმნილის მომხმარებლები. განსხვავება არის, რომ მონაწილეები არიან სასიცოცხლოდ საჭირო ამ ჩამოყალიბებული წესწყობილების არსებობისთვის.

მონაწილეები არიან ისინი, ვინც რეალურად შრომობენ იმისთვის, რომ ითამაშონ უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში.

 

     3. შემქმნელები

შემქმნელები არიან რიცხობრივად ყველაზე მცირე, მაგრამ ყველაზე გავლენიანი კატეგორია ამ სამიდან. ისინი ცხოვრობენ ავთენტურობის, ძალაუფლების და სიცხადის პრინციპებით.

შემქმნელები აწყობენ თავის ცხოვრების სტილს იმის მიხედვით, რაც მათ სურთ, და არა იმის მიხედვით, რასაც საზოგადოება კარნახობს, რომ მათ უნდა სურდეთ.

მათი დრო და მოღვაწეობა მიმართულია იმისკენ, რომ მიიღონ მნიშვნელოვანი შედეგები და უკან დააბრუნონ, რასაც იღებენ, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მოიხმარონ ის, რაც სხვებმა შექმნეს.

ნაცვლად იმისა, რომ სხვა ადამიანების მიერ დადგენილი წესებით ითამაშონ, ისინი ქმნიან სრულიად განსხვავებულ თამაშს მხოლოდ თავისთვის.

ანალოგიას რომ მივყვეთ, შემქმნელი ეს არის ის, ვინც გადაწყვიტა, რომ დაიღალა კალათბურთისგან, ამიტომ მან შექმნა სრულიად ახალი სპორტის სახეობა, რომლის თამაშიც სიამოვნებას ჰგვრის.

 

მე არ ვწერ ამას იმისთვის, რომ გითხრა რომელი ტიპის ადამიანი უნდა იყო. არცერთ ამ ცხოვრების სტილში არ არის არსობითად რაიმე ნეგატიური.

მე უბრალოდ ვისწავლე, რომ ცხოვრება გაცილებით უფრო სახალისოა, როდესაც დგები სათადარიგო სკამიდან და იწყებ შენი წესებით თამაშს.

და როგორც ადამიანი, რომელმაც დიდი ხანი იბრძოლა, სანამ დაიწყო იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც სასურველ შედეგებს მოუტანდა, გეტყვი, რომ:

შენში არის პოტენციალი, რომ შენ იყო შემქმნელი. ეს არის არჩევანი, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია ჩვენთვის.

მოცემული სამი ტიპიდან ყველაზე რთული ეს არის, მაგრამ ასევე ყველაზე მეტად დაფასებულიც ეს არის.

და ერთადერთი გზა, რომ გახდე შემქმნელი არის, რომ გადადგა განსხვავებული ნაბიჯები, რომლებსაც ახალი შედეგები მოაქვს.

 

რა ნაბიჯებს გადადგამ და როგორ იმოქმედებ ეს შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე რითიც შემიძლია მხარი დაგიჭირო, არის შეგიქმნა ის პერსონალური სივრცე, რომელიც გჭირდება, რომ დაამყარო კავშირი შენს ნამდვილ ფიქრებთან, გრძნობებთან და მოქმედებებთან, რომ შენ თავად აირჩიო ვინ იქნები და შექმნა ისეთი ცხოვრება, როგორიც გსურს - ისეთი, რომელიც არის შენი ორიგინალური, უნიკალური მოდელი.

დღეს შეიძლება იყოს ის დღე, როდესაც შენ გადადგამ განსხვავებულ ნაბიჯს, მიიღებ განსხვავებულ გადაწყვეტილებას, რომ მიიღო ის შედეგი, რომელიც ნამდვილად გსურს.

იქნები შენი ცხოვრების შემქმნელი? არჩევანი შენზეა.

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD