ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


გულისა და ტვინის სინქრონიზაცია

გულთან დაკავშირება მომენტალურად ცვლის თქვენი ტვინის ბალანსს და გაცილებით ადვილი ხდება პიკური ეფექტურობის მდგომარეობაში ფუნქციონირება.

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გეძლევათ რესურსი, რომ მნიშვნელოვნად შეცვალოთ თქვენი ქმედების ხარისხი. იქნება ეს გადაწყვეტილება, კრეატიული იდეა, მენტალური სიცხადე, ფიზიკური ძალა, ნებისყოფა, „დრაივი“... ყველაფერ ამაზე დიდი გავლენა აქვს რამდენად სინქრონიზებულია ერთმანეთში თქვენი გული და გონება.

ადამიანების უმრავლესობამ ეს არ იცი, მაგრამ გული აგზავნის უფრო მეტ სიგნალს ტვინისკენ, ვიდრე ტვინი გულისკენ.

გულის სიგნალები შეიცავენ ფართო სპექტრის ინფორმაციას, რაც გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე, მისი ფიქრის და აღქმის ფუნქციებზე.  

არიან მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გული ამუშავებს ინფორმაციას იგივენაირად, როგორც ამას აკეთებს ტვინი.

გულის სიგნალებს აქვთ მნიშვნელოვანი ზემოქმედება ტვინის ფუნქციონირებაზე და აუმჯობესებენ დადებით ემოციებს, ყურადღებას, აღქმას, მეხსიერებას, გადაწყვეტილების მიღების უნარს და ინტუიციას.

გული ასევე დიდწილად ამცირებს დაუცველობის და სტრესის შეგრძნებებს, რაც უზარმაზარ წინაღობას წარმოადგენს ადამიანში ბედნიერების და წარმატებულობის განცდისთვის.

უფრო მეტიც, არათანაბარი და დარღვეული გულის რიტმი არღვევს ტვინის მაღალხარისხიან ფუნქციონირებას.

ამით აიხსნება რატომ იქცევიან ჭკვიანი ადამიანები სულელურად :)

მაგრამ როდესაც გული და ტვინი სინქრონში არიან, თქვენი ინტელექტი ფართოვდება და თქვენ გეხსნებათ წვდომა ინტუიციურ ინფორმაციაზე და მრავალმნიშვნელოვან „ინსაიტებზე“ (შინაგან გაცნობიერებებზე).

ეს შეიძლება იყოს ის X-ფაქტორი, რომლითაც იქმნება თქვენი საოცნებო ცხოვრება. თქვენ მთელი სერიოზულობით უნდა შეისწავლოთ ეს თემა თუ გსურთ, რომ მდგრადი წარმატების ნაკადში იყოთ.

 

როდესაც გაღიზიანებული ხართ

(რომ ვერ აღწევთ მიზანს ან დაბალია თქვენი წარმატების დონე)

ასე გამოიყურება თქვენი გულისცემა

 


როდესაც გადაინაცვლებთ დადებით ემოციურ მდგომარეობაში

თქვენი გულისცემის პატერნი ასე შეიცვლება:

 

 

როგორ ფიქრობთ, რომელი დაგეხმარებათ მეტი წარმატების მიღწევაში?

 

არსებობს მეთოდები, ტექნიკები, რომლებიც გასწავლით როგორ გამოიყენოთ ემოცია თქვენი ნეიროტალღების და გულისცემის სინქრონიზაციისთვის იმისთვის, რომ შეძლოთ მაღალი ეფექტურობის მდგომარეობაში იმუშაოთ თქვენი მიზნების მიღწევისთვის.

გულისა და ტვინის სინქრონული კავშირის მდგომარეობას ეწოდება coherence - შეთანხმებულობა. ეს პროცესი მეცნიერულად გამოკვლეული და დადასტურებულია 300-ზე მეტი კვლევით, რომელიც ჩატარებულია HeartMath Institute „გულის მათემატიკის“ ინსტიტუტის მიერ.

კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ხდება გულისა და ტვინის შეთანხმებულობის მდგომარეობის აქტივაცია, ადამიანის ფიზიოლოგიური სისტემები უფრო ეფექტიანად მუშაობენ, ადამიანი განიცდის გაზრდილი ემოციური სტაბილურობის გრძნობას, ასევე იმატებს მენტალური სიცხადე და უმჯობესდება კოგნიტური ფუნქციები. ადამიანი უკეთეს გადაწვეტილებებს იღებს, განსაკუთრებით არასტაბილური და ცვალებადი გარემო პირობების დროს.     

 

დიახ, თქვენი გული და გონება ერთად უფრო კარგად მუშაობენ, თქვენ უკეთ გრძნობთ თავს, უკეთ ასრულებთ საქმეებს და მეტი პოტენციალი გეძლევათ, რომ  მიაღწიოთ მიზნებს.  

ალბათ ყოფილა მომენტი, როდესაც საკუთარ შინაგან ხმას, შინაგან ინტუიციას თქვენთვის მოუცია იმპულსი, რომ მოუსმინოთ გულს და მეტად დაუკავშირდეთ თქვენს შინაგან გზამკვლევს.

ადამიანები, ვინც შეძლეს გულისა და ტვინის სინქრონიზაცია, ამბობენ, რომ:

  • რადიკალურად მოემატათ თავდაჯერებულობა და პირადი სიძლიერე სამუშაო თუ პირად გარემოში.
  • ისინი თავს გრძნობენ მშვიდად და უკეთ დაკავშირებულები არიან საკუთარ თავთან.
  • უბრუნდებიან თავის გულს, როდესაც ღელავენ.
  • არ რჩებიან დიდი ხანი გაღიზიანების ან ბრაზის მდგომარეობაში.
  • ისინი განიცდიან თანმიმდევრულ ცვლილებებს საკუთარი თვითშეფასების ამაღლების მიმართულებით.
  • უკეთ აცნობიერებენ თავიანთ ფიქრებს და ემოციებს.
  • ყოველდღიურად უფრო მეტად გრძნობენ გულისა და გონების შეთანხმებული კავშირის შედეგად გაჯანსაღებას მთელს ორგანიზმში.
  • ისინი ინტუიციის ძლიერ ნაკადში ხვდებიან და უჩნდებათ ნდობა და სურვილი, რომ ამ ნაკადს წაყვნენ.

 

რა გჭირდებათ დიდი ცხოვრებისეული წარმატების მიღწევისთვის?

 

როდესაც გულისა და ტვინის სინქრონიზაციის შესახებ გაიგებთ და დაიწყებთ ამის განხორციელებას, თქვენს ცხოვრებაში მოხდება ცვლილებები. თქვენ შეძლებთ ფოკუსირებას პირველადი მნიშვნელობის სურვილებზე და მიზნებზე, რადგან აქ არის თქვენი ბედნიერების ზონა. აქ დაინახავთ, რომ თქვენს ყველაზე სიღრმისეულ განზრახვებს შეუძლიათ რეალური ცვლილების მოხდენა თქვენს ცხოვრებაში.

თქვენი სხეულის და გონების ფუნქციონირებას პირდაპირი პოზიტიური ეფექტი აქვს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

ყველაზე დიდი უკუგება კი ის არის, რომ რაკეტასავით სწრაფად შეძლებთ თქვენი ყველაზე პირველადი მიზნის მიღწევას. ყველაზე მეტად რისი შესრულება გინდათ ამ წელს? როდესაც გულის და გონების სინქრონული კავშირი გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ მთელი თქვენი შინაგანი რესურსი ამისკენ მიმართოთ.

 

 

 

 

 

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD