ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებებისკენ

როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოვიდა დრო განვახორციელოთ დიდი ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში, გონივრული იქნება თუ გავიმარტივებთ საქმეს ამ ცვლილებებისკენ პატარა ნაბიჯების გადადგმით. მცირე ცვლილებები საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ ახალი ჩვევა ან ჩვევები და ჩავრთოთ ისინი ჩვენს ცხოვრებაში, ნელ-ნელა შევეჩვიოთ ახალ რეალობას, რადგან მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს წარუმატებლობის შეგრძნება და გაგვიძნელდეს გზის გაგრძელება, ამან კი შეიძლება დაგვაბრუნოს უკან ძველ რეალობაში. მაშინაც კი, თუ უკვე ნახევრამდე გავიარეთ ეს გზა და ვფიქრობთ დავიწყოთ თუ არა თავიდან, ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რომ აუჩქარებლად მივყვეთ პროცესებს და მშვიდად წავიწიოთ წინ.

ზოგჯერ ის მიზნები, რომლებსაც ვისახავთ, უბრალოდ მიგვანიშნებენ ცვლილების საჭიროებაზე და მათი დანიშნულებაა გვიბიძგონ სწორი მიმართულებით. შესაძლებელია მოხდეს ისეც, რომ ჩვენ გვქონდეს მცდელობები წავიდეთ იმ მიმართულებით, რომელიც იდეალურად მიგვაჩნია, მაგრამ გზაში აღმოვაჩინოთ, რომ ეს სულაც არ არის ჩვენთვის შესაფერისი მიმართულება და აქ არ ვგრძნობთ თავს ისე, როგორც იმედი გვქონდა. როდესაც ჩვენ სიჩქარის და სტრესის გარეშე, ნელა მივუყვევით გზას, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა კარგად მიმოვიხედოთ გარშემო და განვიხილოთ სხვა ვარიანტები ამ პროცესში ჩვენი ზრდისა და განვითარების შესაბამისად. ჩვენ გვაქვს დრო გამოვიკვლიოთ რა არის ძირეული ფასეულობები, რომლებმაც გამოიწვიეს ცვლილების სურვილი და ვიპოვოთ გზა, რომ სინამდვილეში განვიცადოთ ეს ემოციები, იმისდა მიუხედავად ჩვენი პროგრესი ზუსტად მიჰყვება თუ არა თავდაპირველ მიზნებს. როდესაც პატარ-პატარა ნაბიჯებით მივიწევთ წინ, გვეძლევა დრო, რომ მოვახდინოთ ადაპტაცია და ვიპოვოთ უსაფრთხო ნიადაგი ჩვენს შეცვლილ რეალობაში.

ცხოვრება ყოველთვის არ გვაძლევს საშუალებას, რომ წინასწარ გავთვალოთ ან მოვემზადოთ დიდი ცვლილებებისთვის და ჩვენ შეიძლება დავითრგუნოთ მოსალოდნელი მოვლენების წინაშე. როდესაც ყურადღების ფოკუსში ვირჩევთ ერთ რამეს, რომელიც მართვადია, ჩვენ მალე დავინახავთ, რომ საკმაოდ კარგ შედეგებს ვაღწევთ. როდესაც ძალდატანებით "ვაწვებით" ცვლილებას, ეს არსობრივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვენდობით სამყაროს, მის განუსაზღვრელ სიბრძნეს და ძალას. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი შინაგანი გზამკვლევის მოსმენა; უნდა შევძლოთ ჩვენთვის კომფორტული ტემპით განვახორციელოთ ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თანმიმდევრულად მივყვეთ სამყაროს სინქრონულ რიტმს. 

 

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD