ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


როგორ მივიღოთ მაქსიმალურად ეფექტური შედეგები ქოუჩთან მუშაობით

ფიქრობ დაიწყო თუ არა ქოუჩთან მუშაობა?

პირველი, რაც უნდა გააკეთო, უნდა მოახდინო ქოუჩის დიფერენციაცია სხვა მომიჯნავე პროფესიებისგან, როგორიცაა ტრენერი, კონსულტანტი, ფსიქოლოგი, მენტორი. უნდა დაუსვა შენ თავს შეკითხვა: რა არის ჩემი პრობლემა და ვინ დამეხმარება მის გადაჭრაში? რა მინდა რომ იყოს ჩემი შედეგი?

პერსონალური ქოუჩინგის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს კლიენტის ინდივიდუალური მიზნების ირგვლივ, მისი პერსონალური ეფექტურობის გაძლიერების და ცხოვრების ყველა პრიორიტეტულ სფეროში ხარისხის ამაღლების გზით.

როდესაც პერსონალურ ქოუჩთან იწყებ მუშაობას, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ მოგიწევს შენ თავთან მუშაობა, ხან მსუბუქად, ხან საკმაოდ ღრმად და ინტენსიურად. თუ გსურს აღმოაჩინო შენ თავში ახალი სამყარო, მოიშორო ძველი არაეფექტური აზრები, შეხედულებები და ჩვევები და მიიღო გრძელვადიანი ხედვა, უსაზღვრო ინსპირაცია და მამოძრავებელი ძალა შენი მიზნების და ოცნებების განხორციელებისთვის, მაშინ ეს ის არის, რაც შენ გჭირდება.  

ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩემი კლიენტი გადის ე.წ. გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სულიერი გაცნობიერების ანუ ტრანსფორმაციის პროცესს. რას ნიშნავს ეს უფრო კონკრეტულად?

როდესაც მე და ჩემი კლიენტი ვიწყებთ თანამშრომლობას, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე თუ რა შედეგი უნდა მიიღოს კლიენტმა ჩვენი თანამშრომლობის ბოლოს, რომ ის კმაყოფილი იყოს. ვმუშაობთ შედეგზე ორიენტირებული ფორმატით: კლიენტი არის A წერტილში, სადაც მას აქვს პრობლემა/გამოწვევა და სურს მოვხვდეს B წერტილში, სადაც მას ეს პრობლემა/გამოწვევა მოგვარებული ექნება. ეს პირობა აუცილებლად იქნება შესრულებული.

პროცესის მრავალმხრივობა იმაში მდგომარეობს, რომ A წერტილიდან B წერტილამდე მიმავალ გზაზე კლიენტი აღმოაჩენს სხვა თემებს, რომლებიც უფრო სიღრმისეულია, ვიდრე თავდაპირველი მოთხოვნა. ტრანსფორმაცია, სისტემური განახლება სწორედ მაშინ ხდება, როცა ხდება ამ საკითხების ზედაპირზე ამოტანა და დამუშავება. 

მოკლედ რომ შევაჯამოთ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური შედეგები მიიღო ქოუჩთან მუშაობით, უნდა:

  1. განსაზღვრო არის თუ არა ეს ის, რაც შენ გჭირდება
  2. განეწყო საკუთარ თავთან მუშაობისთვის, მზად იყო შინაგანი რეალობის გამოკვლევისთვის
  3. გამოყო საჭირო რესურსები: დრო, ფული და ენერგია
  4. გახნილი იყო ტრანსფორმაციისთვის

გახსოვდეს: გაცნობიერება გვაახლოვებს განხორციელებასთან. იყავი გაცნობიერებული!

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD