ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


მასტერკლასი ლეტერატოში

მათ აქვთ და არ აქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ გახდნენ საკუთარი ცხოვრების შემოქმედები.

მათ აქვთ ცნობისმოყვარეობა, ინტერესი, მიმღებლობა, გახსნილი და ნათელი გონება, ორიგინალური და კრეატიული აზროვნება, მამოძრავებელი რესურსი და, რაც მთავარია, მხურვალე გული.

მათ არ აქვთ დაბრკოლებებები სიახლის და ცვლილების მიმართ, წინააღმდეგობები საკუთარ თავთან და გარემოსთან, დავიწყებული ოცნებები და განუხორციელებელი მიზნები, იმედგაცრუებები და ღრმადგამჯდარი შემზღუდავი პარადიგმები.
     
ისინი არიან აზროვნების აკადემია - "ლეტერატოს" მოსწავლეები, 12-16 წლის მოზარდები, რომლებიც ამ საოცარ სივრცეში ეუფლებიან ცხოვრების შემოქმედების ხელოვნებას.  

2018 წლის 19 მაისს "ლეტერატოში" შედგა ჩემი მასტრეკლასი თემაზე "გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი". ვისაუბრეთ იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს პიროვნულ განვითარებას, ჩვენი ძლიერი პიროვნული მხარეების გამოხატვას, რამხელა ძალა აქვს სიტყვას და იმას, თუ როგორ ვესაუბრებით საკუთარ თავს და რა დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი ცხოვრების მიმართ. ბავშვები გაეცნენ ქოუჩინგში გამოყენებულ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმეტს, რომელსაც ეწოდება "ცხოვრების ბალანსის ბორბალი", გამოავლინეს ცხოვრების პრიორიტეტული სფეროები, განსაზღვრეს სასურველი მიზნები წლის ბოლომდე და დაისახეს მიზნის მიღწევის ნაბიჯები.

 

აზროვნების აკადემია "Letterato - ლეტერატო"
თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #3
E-mail: info@letterato.ge
Facebook:@letteratoschool
www.letterato.ge

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD