ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ჩემ შესახებ

Ekaterine

„შენი ტკივილი შეიძლება გახდეს შენი ყველაზე დიდი ნიჭი, თუ ისწავლი მის გამოყენებას“.

ჩემი ისტორია ალბათ ჰგავს ბევრი იმ ადამიანის ისტორიას, ვინც უკვე ტრანსფორმაცია-გამოვლილებმა გაუზიარეს მსოფლიოს, თუ როგორ მივიდნენ აქამდე და როგორ შეიცვალა მათი ცხოვრების მიმართულება შინაგანი მეტამორფოზების შედეგად.

მე არ მქონია მარტივი ცხოვრება, პრივილეგირებული შეთავაზებები ან განსაკუტრებული სტატუსები. უბრალოდ მეთითონ ყოველთვის, ასე ვთქვათ, კონკურსს გარეთ ვგრძნობდი თავს. ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ცხოვრება ეს არ არის უკომპრომისო და სასტიკი რბოლა, შეჯიბრი, რომელშიც სხვები უნად ამარცხო იმისთვის, რომ შენ გაიმარჯვო. ყველაზე ძლიერი მტერი, რომელიც შეიძლება რეალურად მოგერიოს ისევ შენი თავია. სხვა ვერავინ და ვერაფერი. 

ამ ბრძოლაში ბევრჯერ დავმარცხდი, ბევრჯერ ავმაღლდი, ხან სუსტი ვიყავი, ხან ძლიერი... მანამ, სანამ სამუდამო გამარჯვება არ მოვიპოვე. ეს მოხდა მაშინ როცა მე შევძელი ჩემი ტკივილი მექცია ყველაზე დიდ საჩუქრად, რაც მერგო ცხოვრებისგან. მხოლოდ მაშინ გავხდი ნამდვილად თავისუფალი და ბედნიერი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ის ისტორია, რომელსაც მე ვუყვებოდი ჩემ თავს, იყო მხოლოდ ის, რაც მე "გამოვიგონე" და მე შემეძლო ის შემეცვალა როგორც მინდოდა ისე.

ადამიანმა თავად არ იცის რამდენად ძლიერია, რამხელა პოტენციალია მასში. ამ უსაზღვრო კონტეინერის გასახსნელად ხშირად დიდი ბიძგი ან შენჯღრევაა საჭირო. ეს კი შესაძლოა მტკივნეული იყოს. მაგრამ პოპულარული აზრის საპირისპიროდ, რომ ტკივილის დანიშნულება ჩვენი გაძლიერებაა, მე ვამბობ, რომ არა, ტკივილის აზრი არის, რომ გვაპოვნინოს რესურსი, რითიც დესტრუქციულ ენერგიას გარდავქმნით შემოქმედებად. და ვაკეთოთ ეს იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგვჭირდება. 

დღეს უკვე მთავარი არის ის, რომ ჩემი ისტორია ეს არის გამარჯვების და არა წარუმატებლობის ამბავი. მთავარი ის არის ვინ გავხდი პიროვნულად და რა უნარები, ძალები თუ ინტელექტი გამიჩნდა იმისთვის, რომ დავეხმარო სხვა ადამიანებს თავის გამოწვევებთან გამკლავებაში, თავისი თავის განახლებული ვერსიის შექმნაში და ჩვეულებრივი ცხოვრების არაჩვეულებრივად გადაქცევაში. დღეს მე სრული პასუხისმგებლობით და თავდაჯერებით შემიძლია გავუძღვე სხვა ადამიანს ამ გზაზე, რადგან ვიცი ეს როგორ კეთდება. არა მარტო იმიტომ, რომ ქოუჩის/პიროვნული განვითარების სპეციალისტის პროფესია მაძლევს საკმარის კომპეტენციას, არა. იმიტომ, რომ ჩემმა ცხოვრებისეულმა არჩევანმა განაპირობა ეს, როდესაც მე გადავწყვიტე, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მთავარია მივდიოდე წინ, მთავარია ვვითარდებოდე, მთავარია არ გავჩერდე. ასე გავხდი შეუჩერებელი და სწორედ ესეთები მინდა, რომ გახდნენ ის ადამიანები, ვინც ჩემთან იმუშავებენ - შეუჩერებელნი.

აქამდე მოსასვლელად იყო უწყვეტი სწავლა, მონაწილეობა სხვადასხვა მაღალ-პროფესიულ პროგრამებში, მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე, დიდი ფინანსური და პირადი ინვესტიციები. და ახლა უკვე, როდესაც ჩემთვის გასაგებია რა არის ჩემი მისია, მთავარი მოწოდება და დანიშნულება, მე გავაცნობიერე, რომ ჩემი ცხოვრება და მოღვაწეობა მარტო მე არ მეხება, ის ასევე ეკუთვნის სხვებს და მე ვალდებული ვარ ის მათ გავუზიარო.

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD