ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ადამიანი სარკეში

3 თვიანი ტრანსფორმაციული პროგრამა

თუ თქვენ:

  • ხშირად გაქვთ შეგრძნება, რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრობთ;
  • იმყოფებით პრობლემების განმეორებად ციკლში;
  • განიცდით ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას;
  • გაწუხებთ უენერგიობა ან უიმედობა;
  • გაქვთ ცვლილებებისა თუ წარუმატელობის შიში;
  • ფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ ვერ გიპოვიათ საკუთარი თავი.

ტრანსფორმაციული ქოუჩინგ-პროგრამა „ადამიანი სარკეში“ დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი თავის განახლებული ვერსია 

ვისთვისაა ეს პროგრამა?

  • ვინც მზადაა, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ცხოვრებაზე - წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე;
  • მიიღოს წარსული ისტორია ისეთად, როგორიც იყო და გამოიყენოს ის უკეთესი მომავლის ასაშენებელ მყარ ფუნდამენტად;
  • მზად არის, ხელში აიღოს საკუთარი ცხოვრების საჭის მართვა და თავად გახდეს საკუთარი რეალობის შემოქმედი;
  • სურს, საკუთარ თავზე გამოსცადოს ვიზუალიზაციის, აფირმაციების, მედიტაციებისა და სხვა ტრანსფორმაციული ტექნიკების დადებითი შედეგები;
  • სურს, გააუმჯობესოს კომუნიკაცია როგორც საკუთარ თავთან, ისე - სხვებთან და ფულთან;
  • სურს, იპოვოს საკუთარი დანიშნულება ამ სამყაროში და ჰქონდეს უსასრულო მოტივაციისა და ინსპირაციის წყარო.

რას მოიცავს პროგრამა?

მოდული 1: ვინ არის ადამიანი სარკეში?

ყველაფერი იწყება სარკით, რადგან ჩვენ მოთხოვნილება გვაქვს დავინახოთ ჩვენი ფიზიკური მხარე, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, დავინახოთ ჩვენი შინაგანი, თვალისთვის უხილავი მხარე და სწორედ ამაში გეხმარებათ ქოუჩი. მეტაფორულად რომ ვთქვათ, მას უჭირავს სარკე, რომლითაც გახედებთ თქვენს ნამდვილ არსში.

ამ მოდულში იპოვით პასუხს 4 ფუნდამენტურ შეკითხვაზე:

  • ვინ ვარ მე?
  • სად ვარ მე? ანუ როგორია ჩემთვის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ?
  • რატომ ვარ მე აქ?
  • რის გაკეთებას ვაპირებ მაშინ, როცა ვიცი ვინ ვარ, სად ვარ და რატომ ვარ აქ?

მოდულს დაამუშავებთ სპეციალური ტექნიკების დახმარებით.

 

მოდული 2: ურთიერთობა საკუთარ თავთან

როდესაც თქვენ დაინახეთ თქვენს თავს შიგნიდან და გარედან, ამის შემდეგ დაიწყება იმის იდენტიფიცირება, თუ როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან. რამდენად ეფექტურია თქვენი დამოკიდებულება იმისთვის, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შექმნათ?

აქ მნიშვნელობა აქვს ყველაფერს:

  • როგორ ესაუბრებით საკუთარ თავს?
  • როგორ საუბრობთ საკუთარ თავზე სხვებთან?
  • თვით-საბოტაჟით ხომ არ ხართ დაკავებული?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა - ეს არის საინტერესო და საოცრებებით სავსე ეტაპი, მოგზაურობა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის აღმოსაჩენად. ქოუჩის დახმარებით, შეძლებთ შექმნათ სასურველი ვიზუალური იმიჯი და გაამყაროთ ის მენტალურად, სულიერად, ემოციურად და ფიზიკურად.

შედეგად, გაარკვევთ შემდეგ საკითხებს:

  • როგორ ვესაუბრები ჩემ თავს?
  • ჩემი ტვინი/ინტუიცია/ცნობიერება?
  • როგორ ვაპატიო ჩემს თავს?
  • როგორ მქონდეს რომანი საკუთარ თავთან?

მოდულს დაამუშავებთ სპეციალური ტექნიკების დახმარებით.

 

მოდული 3: ურთიერთობა სხვებთან

ოდესმე თუ დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვები:

  • რამდენად ეფექტურია თქვენი ურთიერთობა სხვებთან?
  • ახერხებთ იმის მიღებას სხვებისგან, რაც გსურთ?
  • თქვენ გასცემთ სხვებისთვის იმას, რაც მათ სურთ?

იმისთვის, რომ პროგრესსა და წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ სწორი და ეფექტური ურთიერთქმედება სხვა ადამიანებთან, რადგან სწორედ ისინი არიან წყარო ამ პროგრესისა და წარმატებისა.

ამ ეტაპზე ქოუჩი გეხმარებათ, გამოავლინოთ ყველა ის შემზღუდველი რწმუნებულება თუ მოქმედება, რომელიც ხელს გიშლით სხვებთან ეფექტურ ურთიერთობაში და ჩაანაცვლოთ ისინი თქვენთვის სასარგებლო და მომგებიანი პარადიგმებითა და ქცევებით.

მოდულში დაამუშავებთ შემდეგ საკითხებს:

  • რას წარმოადგენენ სხვები?
  • რა მომწონს/არ მომწონს სხვებში?
  • როგორ ვაპატიო სხვებს?
  • როგორ მქონდეს რომანი სხვებთან?

მოდულს დაამუშავებთ სპეციალური ტექნიკების დახმარებით.

 

მოდული 4: ურთიერთობა ფულთან

გარკვეული მიზეზების გამო, ყველაფერი რაც ფულს უკავშირდება, ჯერ კიდევ ტაბუდადებული და სტერეოტიპებით მოცული სფეროა. თუ არ დაალაგებთ ურთიერთობას ფულთან, არასოდეს იქნებით სრულყოფილად ბედნიერი, მდიდარი და წარმატებული. ქოუჩის დახმარებით, თქვენ შეძლებთ ამ კრიტიკული სფეროს მოწესრიგებას და იპოვით უსასრულო წყაროს სიმდიდრისა და ბედნიერებისთვის.

შედეგად, მიიღებთ სწორ პასუხებს კითხვებზე:

  • რა არის ფული?
  • რა არის სიმდიდრე?
  • როგორ განვაახლო „ფინანსური პროგრამა“ გონებაში?
  • როგორ მქონდეს რომანი ფულთან?

მოდულს დაამუშავებთ სპეციალური ტექნიკების დახმარებით.

 

მოდული 5: ჩემი მისია

დედამიწაზე მცხოვრებ ყველა გაცნობიერებულ ადამიანს ამოძრავებდა და ამოძრავებს მისი დანიშნულების, მთავარი მოწოდების, მნიშვნელოვნების შეგრძნება. ამის გარეშე სიცოცხლე უბრალოდ, თავის გადარჩენად და ბრძოლად იქცევა.

თუ ყოველთვის გინდოდათ გაგეგოთ, მაინც რა არის თქვენი მთავარი დანიშნულება და მისია ამ პლანეტაზე, რა უნდა შექმნათ ისეთი ღირებული, რომ დიდი ზეგავლენა ჰქონდეს გარემოზე, ამ ეტაპზე სწორედ ამას აღმოაჩენთ.

ქოუჩთან ერთად გაივლით თქვენი პირადი მისიისკენ მიმავალ ყველა საკვანძო საფეხურს და შეძლებთ, მოახდინოთ თქვენი რესურსებისა და პოტენციალის სრული მობილიზება ამის რეალურად განხორციელებისთვის.

მოდულში დაამუშავებთ შემდეგ საკითხებს:

  • რა არის მისია?
  • მისია/ხედვა/სტრატეგია
  • ჩემი პირადი მისიის განაცხადი
  • შედეგის/მდგომარეობის ვიზუალიზაცია: ვინ ვხდები, რას ვაკეთებ, რა მაქვს?

მოდულს დაამუშავებთ სპეციალური ტექნიკების დახმარებით.

 

მოდული 6: ჩემი ისტორია

საფეხური, რომელსაც ეწოდება - „ვინ ვარ მე ახლა და ვინ მინდა, რომ გავხდე“ - შენდება იმაზე, ვინ ვიყავი. იმისთვის, რომ წარმატებული და ბედნიერი მომავალი ავაშენოთ, გვჭირდება მყარი ფუნდამენტი.

ამ ეტაპზე ქოუჩთან ერთად შექმნით თქვენს წარსულს, როგორც ძლიერ ფუნდამენტს სასურველი მომავლისთვის. როგორც გამოჩენილი ჰიპნოთერაპევტი და ქოუჩი, მარისა პიერი ამბობს: „არასოდეს არის გვიან, გქონდეს ბედნიერი ბავშვობა...“ დაფიქრდით, რამდენად ღრმა აზრია ამ სიტყვებში!

მოდულის გავლის შედეგად, თქვენ მოახდენთ:

  • რეფრეიმინგი: ჩემი წარსული ისტორია
  • ჩემი მომავალი ისტორიის სცენარი

მოდულს დაამუშავებთ სპეციალური ტექნიკების დახმარებით.

რას მიიღებთ პროგრამის გავლის შედეგად?

  • მარტივად გამოხვალთ ერთი შეხედვით, რთული და გამოუვალი სიტუაციიდან;
  • დაალაგებთ ურთიერთობას როგორც საკუთარ თავთან, ისე - სხვებთან;
  • შეისწავლით თქვენს მენტალურ „ფინანსურ პროგრამას“ და გაიგებთ როგორ შეცვალოთ/განაახლოთ ის;
  • ისწავლით ფულთან სწორ და ეფექტურ ურთიერთობას;
  • გათავისუფლდებით შემზღუდველი რწმუნებულებებისგან და დაიწყებთ ცხოვრებას ახალი, ეფექტური პროგრამებით;
  • საკუთარი თავის სრული გაუმჯობესებით, გაიუმჯობესებთ ცხოვრების ყველა საკვანძო სფეროს;
  • იპოვით ინსპირაციის უსასრულო წყაროს;
  • შეძლებთ, თქვენს საყრდენად გამოიყენოთ თქვენი წარსული, დაისახოთ მიზნად მომავალი, როგორზეც ოცნებობთ, აწმყოში კი აღმოაჩინოთ საკუთარ თავში რესურსები, რომლებიც დაგეხმარებათ ნებისმიერი მიზნის მიღწევაში.

ვინ გაუძღვება პროცესს?

ეკატერინე ჩიგოგიძე

პერსონალური და გუნდური ქოუჩი

კანადის ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამა "ტრანსფორმაცული ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება"

რიჩ ლიტვინის საავტორო პროგრამა Transition Excellence

კანტის აკადემიის სპიკერი და ტრენერი 

ხანგრძლივობა და ღირებულება

  • ქოუჩინგი გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში და მოიცავს 12 სესიას.
  • 1 სესიის ხანგრძლივობა მაქს. 2სთ.
  • საშუალება მოგეცემათ, შეხვედრების შუალედებში, პირადად დაეკონტაქტოთ ქოუჩს ტელეფონითა თუ ინტერნეტის მეშვეობით და გაიაროთ დამატებითი სესია, თუ საჭირო გახდება.
  • ფასი შეთანხმებით.

                                                                                                                                                          რეგისტრაცია

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD