ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

MASTERMIND კლუბი

!ამჟამად ეს სერვისი შეჩერებულია.

თანამოაზრეთა კლუბი - მუდმივი მხარდაჭერა და ინსპირაცია წარმატებისკენ და დიდებულებისკენ მიმავალ გზაზე

ვისთვის არის თანამოაზრეთა კლუბი?

  • ვინც მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების გზაზეა
  • ვისაც სურს მუდმივად გააუმჯობესოს ცხოვრებისეული სტანდარტები და მიიღოს ინსპირაცია და სიამოვნება
  • ვისაც ესმის რამხელა მნიშვნელობა და ღირებულება აქვს თანამოაზრეებთან ერთად  განხორციელებულ პროგრესს და პირად ურთიერთობას.

რას მოიცავს კლუბის ფორმატი?

  • კლუბის წევრები იკრიბებიან 2 კვირაში ერთხელ. შეხვედრების ფორმატი მოიცავს ფოკუს-თემებზე საუბარს, ინტერაქტივს კითხვა-პასუხის რეჟიმში, ჯგუფურ ქოუჩინგს და ქოუჩინგით მიღებული შედეგების და გამოცდილებების გაზიარებას, ტრანსფორმაციული მასალების გაცნობას, მოწვეულ სტუმართან ერთად საინტერესო თემების გარჩევას.
  • ფოკუს-თემები მოიცავს: როგორ გავხდეთ თავისუფალი, ბედნიერი და წარმატებული; როგორ გავარღვიოთ "გაჭედილობა" და გავხდეთ შეუჩერებელი; როგორ გავცეთ და მივიღოთ მეტი; როგორ გადავაქციოთ ცხოვრება ჯადოსნურ პროცესად, რომლისგანაც არასოდეს დავიღლებით და არ მოგვინდება მისგან გაქცევა და დასვენება; როგორ გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია და შევქმნათ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ვერსია. 
  • გარჩეული იქნება წარმატებული ადამიანების ცხოვრება და მოღვაწეობა, სხეულისა და გონების გაჯანსაღების უახლესი რეკომენდაციები.
  • მოხდება აუდიო და ვიდეო მასალების ერთობლივი განხილვა, ასევე ტრანსფორმაციული ავტორების ნაწარმოებების გაცნობა.
  • კლუბის წევრობა ანაზღაურდება საწევრო შენატანით.

საწევრო შენატანი

  • ფასები რეგულირდება კლუბის მოქმედების პერიოდისთვის.
  • კლუბის პარტნიორია PKF საქართველოს ტრენინგ ცენტრი (აღმაშენებლის გამზ. 61).

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD