ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


რატომ არის ბედნიერება პროდუქტიულობის ერთადერთი ფორმულა?

რატომ არის ბედნიერება პროდუქტიულობის ერთადერთი ფორმულა?

ადამიანის თვითრეალიზებულობის და ბედნიერების ურთიერთკავშირის შესწავლის შედეგად მეცნიერები და ექსპერტები  მივიდნენ დასკვნამდე, რომ დროის ნებისმიერ მომენტში ჩვენ ვიმყოფებით ამ 4 ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან ერთ-ერთში:

მდგომარეობა

ბედნიერება აწმყოში

მომავლის ხედვა

 ნეგატიური სპირალი

არა

არა

 არსებული რეალობის მახე

კი

არა

 სტრესი და მღელვარება

არა

კი

 ნაკადის მდგომარეობა

კი

კი

 

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

  1. ნეგატიური სპირალი

შენ არ ხარ ბედნიერი იქ, სადაც ხარ და არ გაქვს მომავლის ხედვა. შეიძლება ითქვას, რომ უბედური ხარ. ეს სპირალია, რადგან შენ ცუდად ხარ, არ გაქვს ხედვა იმისა თუ სად გინდა წახვიდე და შენ ფოკუსირებული ხარ ცუდად ყოფნაზე, ამით კიდევ უფრო და უფრო ღრმა დეპრესიაში ვარდები.

 

     2. არსებული რეალობის მახე

შენ ბედნიერი ხარ, ყველაფერი შესანიშნავად არის ამჟამად, მაგრამ არ გაქვს მომავლის ხედვა. ზოგს ჰქონია, რომ ეს კარგი მდგომარეობაა, რადგან ახლა ბედნიერი ხარ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს არის მახე.

როგორც ლეგენდარული პიროვნება, ავტორი, მოტივაციური სპიკერი, ქოუჩი ტონი რობინსი ამბობს, ყველა ჩვენგანს აქვს ორი საჭიროება სულიერ დონეზე: 1. რომ ვითარდებოდეს და 2. რომ შეჰქონდეს წვლილი სამყაროს განვითარებაში.

ამ მდგომარეობაში შენ ბედნიერი ხარ, მაგრამ არ ვითარდები და არ შეგაქვს წვლილი განვითარებაში, რადგან არ გაქვს ხედვა და მიზნები მომავლისთვის. შენ ბედნიერი ხარ მოსაწყენ, უფერულ საშუალოობაში. ეს არ მოგცემს თვითრეალიზებულობის განცდას.

 

    3. სტრესი და მღელვარება

შენ არ ხარ ბედნიერი ახლა, მაგრამ გაქვს დიდი მიზანი/ხედვა მომავლისთვის. ბევრი საქმიანი ადამიანი ექცევა ამ მდგომარეობაში. ეს კარგი მდგომარეობაა, რადგან ფანტასტიური ხედვები გაქვს, დიდ მასშტაბებზე ოცნებობ, მაგრამ ეს არის მდგომარეობა, როდესაც შენ ვერ ფუნქციონირებ მაქსიმალური ეფექტით, რადგან აწმყოში არ ხარ ბედნიერი.

 

    4. ნაკადის მდგომარეობა

იდეალური მდგომარეობა, როდესაც შენ ბედნიერი ხარ აქ და ამჟამად და გაქვს დიდებული სამომავლო ხედვები.

 

იმისთვის, რომ გავზარდოთ ბედნიერების და პროდუქტიულობის ხარისხი, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და შევამჩნიოთ მომენტები, როცა ნაკადის მდგომარეობაში ვართ და შევეცადოთ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება ისე, რომ უფრო ხშირად ვიყოთ ამ მდგომარეობაში.

ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ჩვეული პარადიგმა - ღრმადგამჯდარი ქვეცნობიერი რწმენა, რომ ჩვენ უნდა ‘ვიშოვოთ’ სამსახური და მისი დახმარებით შევიქმნათ სტაბილური, ნორმალური, უსაფრთხო ცხოვრება, მიუხედავად იმისა არის ეს სამსახური ჩვენთვის შესაფერისი თუ არა. ეს დრო უკვე დამთავრდა, როცა ამის გაკეთება იყო საჭირო. საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში დგას ახალი საინფორმაციო ეპოქა, როდესაც აღარ არის საჭირო გადარჩენის რეჟიმში ცხოვრება, როდესაც გახნილია უამრავი შესაძლებლობები, რომ ადამიანი დაკავებული იყოს იმ საქმიანობით, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს და ამავე დროს უზრუნველყოფს მისთვის მაღალი ხარისხის ცხოვრებას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის ჩვენი ცხოვრებისეული მოწოდება და დანიშნულება და ამას უნდა მოვარგოთ ჩვენი სამსახური და არა პირიქით. სხვაგვარად, არ ვიქნებით ბედნიერები, ბედნიერება კი არის პროდუქტიულობის და თვითრეალიზებულობის ერთადერთი ფორმულა!

 

 

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD