ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


შენი ოცნებები გირეკავენ....

წარმოგიდგენიათ იმ დროის ნახევარს, რასაც ჩვენი ტელეფონების და კომპიუტერების ეკრანებზე ყურებაში ვატარებთ, რომ ვატარებდეთ ჩვენი გონების ეკრანზე ჩვენი ოცნებების წარმოდგენაში?

ალბათ ყველა ოცნების ასრულებას შევძლებდით!

წარმოიდგინე ერთი წუთით შენი გონების ეკრანი და მასზე გამოსახული შენი ოცნება. ერთი წუთით მხოლოდ იმაზე გააკეთე ფოკუსი, რაც ძალიან გინდა.

და გააცნობიერე რამდენად უფრო ადვილია შენი გონების ვიზუალური ეკრანის გამოყენება, ვიდრე ტელეფონის და კომპიუტერის.

მაშინაც კი, თუ არსებულ რეალობაში ჯერ არ ჩანს შენი ოცნების განხორციელების ნიშნები, განაგრძე მასზე ფოკუსირება წარმოსახვაში.

შემდეგი 24 საათის განმავლობაში, რამდენჯერაც შეხედავ შენს ტელეფონს ან კომპიუტერს, გამოიყენე ეს როგორც შეხსენება, რომ ცოტა ხნით დახუჭო თვალები და გააკეთო შენი სურვილის ვიზუალიზაცია, როგორც უკვე ახდენილის. 

შენ იმსახურებ შენი ოცნების ასრულებას!

მთავარია არ დაივიწყო ის.

იცი რა არის ის დამატებითი საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც გარანტირებულად მიგიყვანს ოცნების ასრულებამდე მაშინ, როცა ვიზუალურად ის უკვე წარმოიდგინე? რომ იგრძნო ის ემოცია, ის სიხარული, ის ინსპირაცია, ის აღტაცება, ის გაოცება, რომელიც უკავშირდება ახდენილ ოცნებას მანამ, სანამ ის ფიზიკურ რეალობაში შეისხამს ხორცს. ეს არის სწორედ ის 'ჯადოსნური ჯოხი', 'ოქროს თევზი', 'ჯინი' თუ სხვა 'ჯადოსნური' საშუალება, რომელსაც ყოველთვის ეძებდი, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ჩაგეხედა, ის ყოველთვის იქ იყო და შენ გელოდებოდა.

ხანდახან რაღაც ხმა გესმის... არა, ტელეფონის ხმა არ არის...

ერთი წუთით რომ გადადო  შენი ტელეფონი, გაიგონებ, ის სხვა მხრიდან მოდის...

შენი ოცნებები გირეკავენ... ისინი გირეკავდნენ გუშინაც, გუშინწინაც...

უპასუხებ?....თუ ისევ გადადებ? სხვა დროს? შემდეგ ჯერზე?....

იქნება კი შემდეგი ჯერი??

 

 

 

 

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD