ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

ბლოგი


რატომ ქოუჩინგი?

ქოუჩინგი ეს არის პროცესი, როდესაც ქოუჩი და კლიენტი ხდებიან პარტნიორები იმ მიზნით, რომ კლიენტმა შეძლოს მის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა და მის ცხოვრებისეულ მოდელში შეიქმნას ახალი, უფრო ეფექტური ძლიერი სისტემა.

მე ასეთი მეტაფორით დავახასიათებდი ქოუჩინგის პროცესს:  ეს არის სივრცე, როდესაც ქოუჩს უჭირავს სარკე და ეხმარება კლიენტს დაინახოს თავისი თავი: როგორია ახლა, როგორი შეუძლია რომ იყოს და როგორი უნდა, რომ გახდეს მომავალში. იმისთვის, რომ რაღაცას შეუცვალო ფორმა და/ან შინაარსი, გადააკეთო, განაახლო, ჯერ უნდა დაინახო ის, რაც არის შენს წინაშე.

იმისთვის, რომ ჩვენს გარეგან რეალობაში რაღაც შეიცვალოს, ჯერ ეს შინაგან დონეზე უნდა მოხდეს. ხანდახან ყველა რესურსი გვაქვს, რაც გვჭირდება და მაინც ვერ ვიძვრით ადგილიდან, ქაოსი გვაქვს თავში, არ ვიცით როგორც დავალაგოთ პრიოროტეტები, როგორ ვმართოთ დრო, ფული, ენერგია, მუდმივად არ გვყოფნის არცერთი...

ქოუჩთან მუშაობა უკეთ განახებს ახალ შესაძლებლობებს, განსხვავებულ პერსპექტივებს იმ გამოწვევაზე, რომელიც შენს წინაშეა. ხშირად ეს მხოლოდ აზრის შეცვლით შეიძლება მოხდეს და სულაც არ ითხოვს დიდ ძალისხმევას. ინსაიტი ანუ გაცნობიერება, რომელიც ქოუჩინგის თითოეული სესიის შედეგი შეიძლება იყოს, ხშირად მთლიანად წყვეტს კლიენტის საკითხს.  
ქოუჩინგის ინსტრუმენტების და მეთოდიკის კომპლექსი აგებულია ისე, რომ ადამიანმა საკუთარ თავში მოიძიოს ყველა რესურსი თავისი მიზნების და ოცნებების ასასრულებლად და ამ რესურსების სწორი გამოყენებით აიმაღლოს ცხოვრების დონე ყველა მიმართულებით. 

თუ შენ აირჩევ ამ გზის გავლას, ქოუჩი ანუ ის, ვინც გაგიძღვება ამ პროცესში, იქნება შენი პარტნიორი და მხარდამჭერი, რომ მიიღო სასურველი შედეგები

გახსოვდეს: გაცნობიერება გვაახლოვებს განხორციელებას. იყავი გაცნობიერებული!

შენიშვნა: სიტყვა „ქოუჩინგი/ქოუჩი“ მიღებულია როგორც საერთაშორისო ტერმინი და არ ითარგმნება.

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD