ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

გამოხმაურებები

ხათუნა ჩიგოგიძე, საკუთარი ბიზნესის მფლობელი, რესტორანი „კალინა“

ეს იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება! ეკასთან გავლილმა ქოუჩინგის სესიებმა ძალიან ბევრი რამ თვალნათლივ დამანახა. პირველ რიგში, სწორად განმასაზღვრინა პრიორიტეტები ჩემს ცხოვრებაში, ზუსტად. დავინახე ჩემი სუსტი მხარეები და მივხვდი მიზეზებს. შემდეგ კი ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოვერიე ამ სისუსტეებს, დავისახე მოქმედების სტრატეგია, მივყევი მათ და დავალაგე ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც არის ფინანსების მართვა.

ყველაფერი არც თუ ისე რთული ყოფილა. უბრალოდ აუცილებელია სწორი ანალიზი, შემდეგ მოქმედებების დაგეგმვა და მათი გატარება ყოველდღიურობაში. და აღმოაჩენ, რომ რაც ასეთი ქაოტური და რთული იყო თავიდან, რეალობაში საკმაოდ მოგვარებადი და მარტივი ყოფილა. ამისთვის აუცილებელი იყო ეკასთან შეხვედრა და ქოუჩინგის კურსის გავლა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ეკას და ყველა ქოუჩს, რომ არსებობთ და ადამიანებს ეხმარებით!

  • კლიენტი: ხათუნა ჩიგოგიძე

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD