ეკატერინეEkaterine.geჩიგოგიძე

გამოხმაურებები

აპოლონ გოლეთიანი, კომპანია “სუფთა სამყაროს“ დამფუძნებელი და დირექტორი

ყოველთვის მაინტერესებდა თემები, რომლებიც უკავშირდება საკუთარ თავთან მუშაობას და განვითარებას, როგორიც არის ფსიქოლოგია, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება, ასტროლოგია და ა.შ.

2017 წლის ზაფხულში გავიარე კომპანია „გროუნ“-ის ქოუჩინგ პროგრამა „მომავლის არქიტექტორი“, რამაც განაპირობა ჩემი უფრო ღრმად დაინტერესება ქოუჩინგით. ასე მოხდა ჩემი შეხვედრა ეკასთან.

პერსონალური ქოუჩინგის პროცესი იყო შთამბეჭდავი, ქოუჩის დახმარებით შენივე ხელით ალაგებ შენს წინაშე არსებულ საკითხებს, უფრო მკაფიო ხდება მიზანი და სურვილები. სწავლობ როგორ გამოარჩიო რამოდენიმე საკითხიდან მთავარი და მასზე მოახდინო კონცენტრირება. პროცესის დასრულების შემდეგაც გახსენდება ის, რაც მიიღე, მოტივაციისთვის გრჩება ასევე სესიების ჩანაწერები. ხანდახან მოშვებულობის ან დაღლილობის მომენტში გახსენდება ის, რაც შეიქმნა შენს ხედვაში და ეს თითქოს გაფხიზლებს. მთავარი გაცნობიერება ის იყო, რომ შემიძლია იმაზე მეტი ვიყო, ვიდრე დღეს ვარ.

მომავალში ვისურვებდი VIP მასტერმაინდ კლუბში მონაწილეობას. ბევრ ადამიანთან გაზიარების საშუალება მექნება. საინტერესო იქნება სხვისი პროგრესის და შედეგების გაგება.

  • კლიენტი: აპოლონ გოლეთიანი

ჩემ შესახებ

ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

კონტაქტი

© EKATERINE, 2018. Developed by AMBER LTD