
დარეგისტრირდი ახლავე და საჩუქრად მიიღე უფასო კონსულტაცია
„როდესაც მე და ჩემი კლიენტი ვიწყებთ თანამშრომლობას, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა შედეგი სურს მას, რომ მიიღოს ჩვენი თანამშრომლობის ბოლოსთვის. ვმუშაობთ კრეატიული ფორმატით, როდესაც კლიენტსი წინაშე მდგარი საკითხი/გამოწვევა გადაიჭრება ცნობიერების გაფართოვების და განთავისუფლებსი გზით. ამ პროცესში ხდება ტრანსფორმაცია - გარდაქმნა, განახლება მენტალურ, ემოციურ, სულიერ და ფიზიკურ დონეზე.
მეტაფორულად, ქოუჩს უჭირავს სარკე, რომელშიც კლიენტს ანახებს იმას, რასაც ის აქამდე ვერ ან არ ხედავდა“
„ჩემი ცხოვრება ყოველთვის არ იყო ისეთი, როგორიც არის ეხლა - ინსპირირებული, ბედნიერი და თავისუფალი. მე გრძელი და გამოწვევებით სავსე გზა გამოვიარე აქამდე მოსასვლელად და დღეს მზად ვარ ჩემი გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო, რომ მათაც გადალახონ რთული და ერთი შეხედვით, გამოუვალი ცხოვრებისეული სიტუაციები. ჩემი მისიაა, შევქმნა სივრცე, სადაც ადამიანები მიიღებენ ინსპირაციას ტრანსფორმაციისა და თვითრეალიზებისთვის. ინსპირირებული, გაცნობიერებული და გაძლიერებული ადამიანები გახდებიან შეუჩერებელნი ბედნიერების, წარმატებისა და სიმდიდრის შექმნის პროცესში. ისინი გაუზიარებენ ამ ინსპირაციას სხვებს“. ეკატერინე ჩიგოგიძე
ეკატერინე ჩიგოგიძე, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.